უცხოეთი
სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი აცხადებს, რომ ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატიულ მარშრუტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი აკოპ არშაკიანი აცხადებს, რომ ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატიულ მარშრუტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებული შეზღუდვების საკითხზე განხილვები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების პროცესი რომ არ დაზარალდეს, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს არის სამმხრივი მოლაპარაკებები. ლარსი არ არის სომხეთ-საქართველოს ან სომხეთ-რუსეთის საზღვარზე, ეს რუსეთ-საქართველოს საზღვარია და სწორედ ამიტომ, როგორც მესამე მხარე, მე არ ვისურვებდი კომენტარის გაკეთებას“, – განაცხადა არშაკიანმა.

1tv.ge