უცხოეთი
მაიკ პომპეო - უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას ისტორიულ მიღწევად აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

„6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა, რადგან უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ მიისწრაფვის. ამ ღირსშესანიშნავ მომენტში, ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევ მხარდაჭერას“, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას, მათ შორის რელიგიური ჯგუფების თავისუფლებას, მართონ თავიანთი რელიგია მათი რწმენის შესაბამისად, გარე ჩარევის გარეშე. აშშ მიესალმება მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნესთვის.