უცხოეთი
აშშ-ში მედიკამენტების ფასი, 2018 წელს, ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად გაიაფდა! - ტრამპი

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად, აშშ-ში მედიკამენტები გაიაფდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, Twitter-ის მიკრობლოგზე დაწერა.

ტრამპის თქმით, ამერიკელებმა რეცეპტით გამოწერილ მედიკამენტებში მილიარდობით დოლარი დაზოგეს.

„სამედიცინო მედიკამენტების ფასები, 2018 წელს, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად გაიაფდა. ჩემი პრეზიდენტობის პირველი 19 თვის განმავლობაში, ამერიკელებმა ექიმის მიერ გამოწერილ წამლებში 26 მილიარდი დოლარი დაზოგეს. მედიკამენტების გაიაფების პოლიტიკა მუშაობს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგის საშუალებით.

1tv.ge