პოლიტიკა
საქინფორმი: ახალი უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია - რას უმალავენ ილია მეორეს და ქართველ ხალხს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი.

•  „ავტოკეფალიას“, რომელიც ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელმა 5 იანვარს მიანიჭა უკრაინის ახალ საეკლესიო სტრუქტურას, რომელსაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უკრაინის უწმინდესი ეკლესია უწოდა, საკუთარი პატრიარქიც კი არ ეყოლება - მას სათავეში ყოველთვის ედგება მიტროპოლიტი, იმიტომ რომ ტომოსში მსოფლიო საპატრიარქოს სულიერ შვილად არის წოდებული.

•  უკრაინის ახალი ეკლესია კარგავს ყველა სამწყსოს საზღვარგარეთ, მის სათავეში მყოფ მიტროპოლიტს უფლება არა აქვს, დააფუძნოს ახალი სამწყსოები (პარაფიები) უცხოეთში, ხოლო უკრაინის ტერიტორიის გარეთ უკვე არსებული ყველა სამწყსო მათ სათავეში მდგომი ეპისკოპოსებიანად კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში გადადის.

•  უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტს ეპისკოპოსების დანიშვნის უფლება არა აქვს, ეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის კომპეტენციაა, რომელიც, ასევე, ბოლო ინსტანცია გახდება ამ ახალი ეკლესიის შიგნით წარმოშობილი ყველა დავის გადასაწყვეტად. ანუ, უკრაინის ახალი ეკლესიის იერარქებსა და მის წინამძღვარს - მიტროპოლიტ ეპიფანეს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ისინი პირდაპირ ბართოლომეოსთან იჩივლებენ.

•  უკრაინის ახალი ეკლესია დამოკიდებული იქნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე არა მხოლოდ იურიდიულად და კანონიკურად, არამედ მატერიალურადაც. უცხოეთში არსებულ სამწყსოებთან (პარაფიებთან) ერთად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უშუალო დაქვემდებარებაში გადადის მინიმუმ 12 ტაძარი და მონასტერი (სტავროპიგიები), რომლებიც პარაფიების მსგავსად, პირდაპირ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაუხდიან საეპარქიო საწევრო შენატანს.

•  გარდა იმისა, რომ უკრაინის ახალი ეკლესია ვერ შეძლებს დამწყსოს თავისი მრევლი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, მას არ ექნება უფლებები, რომლებიც აქვს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას - აღასრულოს ყველა საიდუმლოს სისრულე, და წმინდა მირონიც კი სტამბოლში მივლინებული მღვდლების მეშვეობით უნდა იყიდოს! ტომოსის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღვარი მოვალეა დააგზავნოს შესაბამისი სამშვიდობო სიგელები მსოფლიო პატრიარქის ან სხვა მეთაურთა სახელზე და უფლებამოსილია ანალოგიური მიიღოს თავადაც, რომელიც უწინარესად შეეხება მშვიდობიან მოგზაურობას კონსტანტინოპოლის პირველსაყდარისგან, ჩვეულებათა თანახმად, წმინდა მირონის მიღებას, მასთან სულიერი ერთობის გამოვლენის მიზნით(დღემდე მირონს უკრაინაში პირადად კიევის არაკანონიკური საპატრიარქოს პატრიარქი ფილარეტ დენისენკო ხარშავდა).

ამგვარად, ბართოლომეოს სტამბოლელის შემოსავალი ეპარქიული შენატანებიდან (პარაფიებიდან და სტავროპიგიებიდან) და წმინდა მირონის გაყიდვიდან ათობით, თუ არა ასობით, მილიონი აშშ დოლარი იქნება!

•  მაგრამ ყველაზე დიდი კურიოზი ის გახლავთ, რომ ტომოსის ტექსტშიუკვდავყოფილია“ „მისი მაღალაღმატებულება პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო“, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე ექსპრეზიდენტ მიშა სააკაშვილთან ერთად თანამოქალაქეების მასობრივი მკვლელობებისთვის!.

     დიდად სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნულ ფაქტებს ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეგნებულად უმალავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ის წევრები, რომლებიც დემაგოგიურად აცხადებენ - უკრაინას უფლება აქვს, ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდეს! ამით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიბერალი უმაღლესი იერარქები არა მხოლოდ რუსოფობიას თესავენ და სახიფათო შეცდომაში შეჰყავთ მიმნდობი და ემოციური ქართველი ხალხი, თვითონაც უმძიმეს სასიკვდილო ცოდვაში ვარდებიან, როგორიც არის ტყუილი! მეტიც, ამით ისინი განხეთქილებას თესავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც და დობილ ეკლესიებს - საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

საქინფორმი