საზოგადოება
გადაწყვეტილება ეკა ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. პარტია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გაუგებარს უწოდებს უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას, როდესაც მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. მსურს, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში მისი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

ამ კონტექსტში სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღორამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.