საზოგადოება
საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენაზე ეკონომია გადაწყვიტეს

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. პროექტი ქართული ჩაი", რომელიც ჩაის პლანტაციების აღდგენას ითვალისწინებს, 2019 წელს გაგრძელდება, თუმცა, მისი დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდება, ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამაში.

ქართული ნატურალური ჩაი პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ჩაის ინდუსტრია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩავარდა, დაიკარგა გასაღების ბაზრები. ამჟამად ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ პროდუქტს ძველი დიდება დაუბრუნონ ინვესტიციების მოზიდვის გზით.

პროექტ „ქართული ჩაის" განხორციელება 2016 წელს სახელმწიფო პროგრამის ერთიანი აგროპროექტი" ფარგლებში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული ჩაის პლანტაციების აღდგენით სამუშაოებში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებას. პლანტაციების აღდგენაში იგულისხმება მისი ხეებისა და ნაგებობებისგან გაწმენდა, სანიაღვრე არხების მოწყობა და სასუქის შეძენა პირველ წელს.

პროექტის დაფინანსება წელს, გასულ წელთან შედარებით, 400 ათასი ლარით შემცირდება და სულ 500 ათასი ლარი იქნება.

გასული წლებისგან განსხვავებით, პროექტის ძირითადი მიზანი იქნება ხარისხიანი ჩაის წარმოების მიზნით კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით, უპირატესობა პლანტაციების აღდგენის თანადაფინანსებაში მიენიჭება კოოპერატივებსა და კომპანიებს და არა ცალკეულ მოქალაქეებს.

ამას გარდა, სახელმწიფო წელს, უფრო ეფექტიანი გამოყენების მიზნით, ოპერატორებისთვის მათ საკუთრებაში არსებული პლანტაციების ბიზნესის იჯარით გადაცემას აპირებს.

სახელმწიფო ასევე გეგმავს მოკრეფილი ჩაის გადამუშავებაში დახმარებასაც.

პროექტის დაწყებიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ჩაის პლანტაციების აღდგენაში ჩაიდო 2,3 მლნ ლარი, აქედან მხოლოდ 690 ათასი ლარი დახარჯეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და კომპანიებმა.

სულ ამ პერიოდში დაფინანსდა 39 პროექტი და აღდგა და მიმდინარეობს 907 ჰექტარი პლანტაციების აღდგენა.