საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, H3N2-ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი H1N1-ია.
„ლაბორატორიული კვლევა ინდივიდუალურად ადამიანში გრიპის დიაგნოსტიკისთვის არ არის. კვლევის მიზანია მხოლოდ მონიტორინგი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, გუშინდელი მონაცემებით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში, დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. 230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.