უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ძირითადი მედიასაშუალებები არასდროს ყოფილან ისეთი უსინდისოები, როგორიც ახლა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ძირითადი მედიასაშუალებები არასდროს ყოფილან ისეთი უსინდისოები, როგორიც ახლა არიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მედიასაშუალებები ფაქტებს ამახინჯებენ და დემოკრატიულ პარტიასთან არიან ალიანსში.

„ძირითადი მედიასაშუალებები არასდროს ყოფილან ისეთი უსინდისოები, როგორიც ახლა არიან. NBC და MSNBC გაგიჟდნენ.ისინი ყვებიან ამბებს, რომელიც მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება ფაქტებს. ისინი ნამდვილად ოპოზიციური პარტია არიან და დემოკრატებთან ერთად მუშაობენ. შესაძლოა უარესები არიან, ვიდრე ყალბი ამბების გამავრცელებელი CNN-ი, თუ ეს შესაძლებელია“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

1tv.ge