საზოგადოება
სუს-ში საკადრო გადაადგილებები ხორციელდება

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ცვლილებები რეგიონულ სამსახურებს ეხება, რომელთა ფარგლებშიც ხდება საკადრო გადაადგილებები. სხვა კონკრეტიკისგან უწყებაში თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რეგიონი, რომელსაც ცვლილება შეეხება, აჭარაა. კერძოდ, როგორც მედია წერს, აჭარის სუს-ის უფროსმა ირაკლი ერისთავმა თანამდებობა დატოვა, თუმცა რა ახალ პოზიციაზე გადავა ის, ჯერჯერობით უცნობია.