აქტუალური
ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 201 მილიონით მეტია.

ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 089 მილიონი დოლარი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა - 200 მილიონი დოლარი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, ამის გამო ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს. 2017-2018 წლებში ბანკმა 327 მილიონი დოლარი შეისყიდა.