აქტუალური
„თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე ერთი პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დილიდან დაახლოებით, ერთი პროცენტით შემცირდა. ამ დროისთვის, ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება 14,7 გირვანქა სტერლინგია, დილით კი, ვაჭრობის დაწყებისას, ღირებულება 15 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

ლონდონის საფონდო ბირჟის საიტზე დღეს „თიბისი ბანკის“ მიერ მათ შესახებ დაწყებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზი გამოქვეყნდა. ამ თემაზე ინფორმაცია გავრცელდა საერთაშორისო მედიასაშუალებების მეშვეობითაც, მათ შორის, „როიტერისა“ და „ევრონიუსის“ საიტებზე.