რელიგია
მოღალატეები სტამბოლშიც კი არ უყვართ! - საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ქართველ პოლიტმიტროპოლიტებს აფრთხილებს

     „განსაცდელი, რომელსაც ღმერთი ყოველ ხალხს მოუვლენს, ამ ხალხის რჩეულთა - საერო ან/და რელიგიური ხელისუფლების ქმედებების შედეგია. ჩემი სიტყვები სულაც არ არის მიმართული უკრაინელებისაკენ, რომლებსაც მათივე არჩეული მძიმე ჯვრის ტარება მოუწევთ. ეს გაფრთხილებაა ქართველი ანაფორიანი პოლიტიკოსებისათვის, რომლებსაც სურთ, ისევ ჩამოაცვან თურქული ყულფი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის კისერზე და მისი სამწყსოები სტამბოლელ ეგზარქოსებს გადასცენ, როგორც მათმა უკრაინელმა მოძმეებმა გააკეთეს!

     მაგრამ მათ ტყუილად აქვთ მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან მადლიერების იმედი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ევროპასა და აშშ-ში არსებული სამწყსოებისაგან შემდგარი ტრანსნაციონალური კომპანია! ბართოლომეოს სტამბოლელის დაქვემდებარებაში ქართველ პოლიტმიტროპოლიტებს ნამდვილად არ ექნებათ ისეთი დალხინებული ცხოვრება, როგორიც მათთვის ღრმად საძულველი ილია მეორის ხელში აქვთ - მოღალატეები არსად უყვართ, სტამბოლშიც კი, და მათი დამსახურება მაშინვე ავიწყდებათ, როგორც დაავიწყდათ უკრაინელი რასკოლნიკების წინამძღოლი - კიევის საპატრიარქოს არაკანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ფილარეტ დენისენკო, რომელიც სტამბოლსა და კიევში ტომოსის ხელმოწერის და გადაცემის ცერემონიაზეც კი არ დაპატიჟეს! მიუხედავად მისი დამსახურებისა ორი რასკოლნიკური ეკლესიის ერთ არაკანონიკურ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად“ გაერთიანების საქმეში, რომელსაც სათავეში მისივე ხელდასხმული. აღზრდილი და მოსაყრდე - მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო ჩაუდგა...

 საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 10 იანვარი
საქართველო, თბილისი