პოლიტიკა
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება უახლოეს სხდომაზე შეუწყდება. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე დეპუტატის განცხადება უმაღლესი საბჭოს იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა.
„20 დეკემბერს შემოვიდა ზაზა ოქუაშვილის განცხადება, 7 დღის განმავლობაში მას უფლება ჰქონდა, განცხადება უკან გაეწვია. რადგანაც არ გაიწვია, კომიტეტის სხდომაზე გუშინ განვიხილეთ და საკითხი სხდომისთვის მოვამზადეთ. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას სავარაუდოდ რიგგარეშე სხდომა განიხილავს, რომლის თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის“, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის უმაღლესი საბჭოს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ.