აქტუალური
გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის პოსტზე მუშაობას შეუდგა

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. გიორგი ჩოგოვაძესაქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის პოსტზე მუშაობას გუშინ ოფიციალურად შეუდგა და თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს აეროპორტების საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის საკითხი და ახალი ავიამიმართულებები.