სამართალი
საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. თბილისში, ავლაბარში საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.