საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 7 იანვარს 10-დან 22 საათამდე მუშაობდა, დღეიდან კი 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.
ეს დაწესებულებებია: შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მისამართი – ვეკუას ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მისამართი – გამრეკელის ქ. N19; შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მისამართი – წინამძღვრიშვილის ქ. N 57; შპს „მედსი“ (“ვერე-21”), მისამართი – ქიაჩელის ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მისამართი – მოსკოვის გამზირი მე-4 კვ., მე-3 კორპ.
შესაბამისად, დღეიდან პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ბენეფიციარებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.