უცხოეთი
პეკინში სავაჭრო საკითხებზე აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები დაიწყო

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. პეკინში სავაჭრო საკითხებზე აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები დაიწყო. ჩინეთის კომერციის სამინისტროში აშშ-ის დელეგაცია 10 ავტომობილით მივიდა.

აშშ-ის დელეგაციას სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე, ჯეფრი ჯერიში ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო საქმეთა საკითხებში, დევიდ მალპასი.

გასული წლის პირველ დეკემბერს, არგენტინაში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები სავაჭრო ომში „ზავზე“ შეთანხმდნენ. ჩინეთი დათანხმდა, რომ აშშ-დან სოფლის მეურნეობის და სხვა პროდუქციის შესყიდვის მაჩვენებელს გაზრდის. თავის მხრივ აშშ-მა, პირველი იანვრიდან 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები აღარ გაზარდა.

1tv.ge