პუბლიკაციები
საქინფორმი ქრისტეშობას გილოცავთ!

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ჟურნალისტური კოლექტივი ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მაცხოვრის შობას ულოცავს!

ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე გისურვებთ მშვიდობასა და სიკეთეს, სიყვარულსა და ბედნიერებას, კეთილდღეობას, წარმატებებს და ჯანმრთელობას! დაე, მფარველმა ანგელოზმა თქვენ და თქვენი ახლობლები ყველა განსაცდელისგან დაგიცვათ, თქვენს სულებში კი რწმენამ, სიმშვიდემ და ღვთიურმა მადლმა დაისადგუროს!

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

საქინფორმის რედაქცია