პოლიტიკა
ვისურვებ, რომ ენგურის ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, გამაერთიანებელი ხიდი გახდეს! - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.

პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, შობა-ახალი   წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.

სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ გაესაუბრა.

მე აქ ვიმყოფები მეორედ. პირველად ჩამოვედი, როგორც ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.

ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ მე მინდა, დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში, და ასევე ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.