უცხოეთი
"ახლა რუსეთს უკანასკნელი შანსი აქვს" - ნატო-ს გენმდივანი მოსკოვს აფრთხილებს

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, აცხადებს, რომ იმ შემთხევვაში, თუ რუსეთი საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებას არ დაუბრუნდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეაგირებას მოახდენს.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანული საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა რუსეთს უკანასკნელი შანსი აქვს. თუ რუსეთი შეთანხმების პირობებს არ დაუბრუნდება, ჩვენ დიდი პრობლემები გვექნება," - აცხადებს სტოლტენბერგი.

1tv.ge