საზოგადოება
საქართველო - ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 1 მარტიდან ამოქმედდება

gamartivebuliსაქართველო - ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 1 მარტიდან ამოქმედდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნინო კალანდაძის განცხადებით, გამარტივებული მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობას საგრძნობლად გაუმარტივებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ ფაქტს. ეს სერიოზული პოლიტიკური განაცხადია, რომ ევროკავშირი თავისი პოლიტიკის ერთგული რჩება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქისთვის ამოქმედდება. მათ შორის არიან ჟურნალისტები, სტუდენტები და ბიზნესმენები. 12 კატეგორია ვიზის მოსაკრებელს არ გადაიხდის, ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის 65 ევროს ნაცვლად გადასახადი 35 ევრომდე შემცირდება.