საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე და კომისიის რამდენიმე წევრი

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების საკითხთა კომისიიდან რამდენიმე წევრის წასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, იგეგმება კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტება.

ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის”, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების კომისია უკვე დატოვეს კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა.

ამასთან, როგორც კომისიის უკვე ყოფილმა წევრმა ეკა გიგაურმა პირველ არხს განუცხადა, მან შეწყალების კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დატოვა.