სამართალი
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7 ბ-ში ამოქმედდა. ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერზე – 2197676.
ოფისში და ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
დამსაქმებლებს კი შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში – ვებგვერდზე pensions.ge. კანონით დადგენილი საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის ეს აუცილებელია.
საპენსიო სააგენტოს უფროსის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საიტზე 130-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.