პოლიტიკა
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე ჟურნალისტ ხატია მოისწრაფიშვილის კანდიდატურა განიხილება. მედიაში არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკება დასრულდა და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ხატია მოისწრაფიშვილი ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსია.