აქტუალური
დავით ჭიჭინაძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობის დატოვებას აპირებს

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფრაქცია საქართველოს პატრიოტების შემადგენლობის დატოვებას აპირებს. როგორც ჭიჭინაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის ფრაქციაში დროებით, კოლეგიალობის გამო შევიდა.

თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ ფრაქციაში დროებით შევიდოდი. როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, გავაკეთებ განცხადებას ფრაქციასაქართველოს პატრიოტებიდანგასვლის შესახებ. ფრაქციაში შევედი მეგობრულად, კოლეგიალურად და ასევე, იმ რეზოლუციის მხარდასაჭერად, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას უკავშირდება“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე “საქართველოს პატრიოტებს“ ორი თვის წინ, მეექვსე წევრად შეუერთდა, რის შედეგად ფრაქცია გაუქმებას გადაურჩა. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია ახალ წევრს ვერ მოძებნის, ჭიჭინაძის გასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.