უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ჩრდილო კორეის ლიდერისგან დიდებული წერილი მივიღე და მასთან მეორე შეხვედრა არც ისე შორეულ მომავალში გაიმართება

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილო კორეის ლიდერისგან დიდებული წერილი მივიღე და მასთან მეორე შეხვედრა არც ისე შორეულ მომავალში გაიმართება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ჩრდილო კორეასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებდა, აზიაში ომი დაიწყებოდა.

„მე არ ავჩქარდები. ვიცი, რომ არ არის რაკეტები და ბირთვული გამოცდები. ჩრდილო კორეის ლიდერს ბირთვული განიარაღება სურს და ბევრი კარგი რამ ხდება ამ მიმართულებით, არავინ იცის შეთანხმება განხორციელდება თუ არა ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ჩრდილო კორეასთან კარგი ურთიერთობები დავამყარეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჩრდილო კორეას დიდი პოტენციალი აქვს და ვაშინგტონი მას დახმარებას აღმოუჩენს.

1tv.ge