აქტუალური
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველოს აფრიკის ქვეყნებიც უსწრებენ

reytingგავლენიანი ჟურნალ „ეკონომისტის“ მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყნების რეიტინგში საქართველო ვერ მოხვდა. მსოფლიო ქვეყნების ათეული 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით გამოავლინეს. ირკვევა, რომ გასულ წელს ყველაზე მზარდი ეკონომიკა ყატარს ჰქონდა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 15,9% შეადგინა. მეორე ადგილზეა განა 14%–ით. მესამე პოზიციას ერითრია და ეთიოპია ინაწილებენ 10%–იანი ზრდით. ათეულის ბოლო პოზიციები ჰაიტმა, ლაოსმა, რუანდამ და ლიბერიამ დაიკავეს 7,5%–იანი ზრდით.

შეგახსენებთ: საქართველოში ეკონომიკა 2010 წელს 6%–ით გაიზარდა.