პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება.ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის საკითხს, მისი თქმით, ზარდიაშვილი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

ვანო ზარდიაშვილი არის კომიტეტის წევრი. მან დაწერა განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ და მე როგორც ვიცი, ის არ აპირებს, მომავალში ამ პოზიციაზე რაიმე პრეტენზია განაცხადოს“, - განაცხადა მდინარაძემ.