საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში ირინე შენგელიას ბიოგრაფია

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ირინე შენგელია დაიბადა 1968 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში.

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - საფორტეპიანო ფაკულტეტი.

1991-1993 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "იბერვიზიაში" შემეცნებით-გასართობი გადაცემისა და საინფორმაციო გადაცემა "მონიტორის" წამყვანად.

1994-1998 წლებში მუშაობდა ცენტრალურ სამუსიკო კოლეჯში პედაგოგად.

2002-2005 წლებში მუშაობდა გადაცემა "არტ-ბულვარში" ჟურნალისტად,

ამავე წლებში იყო თოქშოუ "პირველი ნაბიჯის", თოქშოუს "ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ" წამყვანი.

2005-2009 წლებში იყო გადაცემის "თქვენი ექიმი" წამყვანი.

2007 წელს - ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი. 

2009-2011 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფის" პიარ მენეჯერად.

2011-2012 წლებში იყო ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ფლეშმობ შოუს" პროდიუსერი.

2012-2017 წლებში - ტელეკომპანია "იმედის" პროგრამის "იმედის დილა" პროდიუსერი.

2016 წლიდან დღემდე - ა(ა)იპ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე.

ჰყავს ერთი შვილი.