საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. სიმონ პეტრიდისმა 2009 წელს დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსტიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2011 წელს მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მიმართულებით. ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე.
2014 წელს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორგანიზაციის "სოციალური დაცვის ლიგა" პროექტების კოორდინატორი.
2014 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველი, რომლის უშუალო მოვალეობაში კანონპროექტების ანალიზი, კორექტირება, დასკვნების მომზადება, ახალი
კანონპროექტების მომზადება ინიცირებისთვის და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია შედიოდა.
2018 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციისა და მრჩევლის თანამდებობის გაუქმების საფუძველზე მიენიჭა უფროსი სპეციალისტის რანგი, რომელიც დღემდე ეკავა და მის მოვალეობაში ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის ანალიზი და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-ექსპერტიზა შედიოდა.