საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. კონსტანტინე ნაცვლიშვილმა 2009 წელს დაამთავრა ქ. ბაზელის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის ფაკულტეტი კულტურის პოლიტიკის სპეციალიზაციით. მუშაობდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის პროგრამის ხელმძღვანელად.
2010 წლიდან დღემდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტია (ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი - იუნესკოს ნომინაციები).
2010 წლიდან სხვადასხვა დროს იყო ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობაში მიწვეული ექსპერტი კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.
2017 წლიდან დღემდე არის ქუთაისში კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის კოორდინატორი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და ჯიპა-ში.