სამართალი
როგორ ცდილობდნენ მძღოლები ტექდათვალიერების თავიდან აცილებას - რიგები ხელახალ რეგისტრაციაზე

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოშ 2019 წლის 1 იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა. თუმცა მანქანებმა, რომლებიც 2018 წელს ან უფრო ადრეა რეგისტრირებული, მიიღეს გადავადება იმ თვემდე და რიცხვამდე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების წინა რეგისტრაციის დროს არის მითითებული.

ბევრი ავტომობილისტი, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებს ტექდათვალიერების გავლა არ შეეძლო, ფიქრობდა, რომ ავტომობილის სხვა მეპატრონეზე გადაფორმებით ავტომობილის სავალდებულო ინსპექტირების ვადას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებდა. ამიტომ შსს-ის მომსახურების სააგენტოსთან გასული წლის ბოლო დღეს ასობით მანქანის რიგი წარმოიქმნა, თუმცა 2018 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა ავტომობილებმა მხოლოდ 1 თვის ვადა მიიღეს ტექდათვალიერების გასავლელად.