პოლიტიკა
მეუფე იაკობი: გახარია პრემიერი ვერ გახდება, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება!

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. „გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა, არ არის ისეთი რაღაცა, ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტი - ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ მოიშორებენ. გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ, რა. ეგ პრემიერი ვერ გახდება, თუ გახდა, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება, - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.