საზოგადოება
კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქციას უერთდება

marshrutkaარასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" დღეიდან, 28 თებერვლიდან, ,,ვარდების რევოლუციის’’ მოედანზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქციას უერთდება.

კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას მძღოლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"ხელისუფლება სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს თანმიმდევრულად ებრძვის. ხელისუფლებას სურს, მთელი საზოგადოება შიშისა და ტერორის ქვეშ ჰყავდეს. როგორც ჩანს, ახლა მძღოლების ჯერია. საზოგადოების ვალია, რომ დაჩაგრულთა გვერდით დადგეს და მათი სოციალური ინტერესები და უფლებები დაიცვას", - აცხადებს კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" ხელმძღვანელი დავით ლილუაშვილი.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები საპროტესტო აქციას "ვარდების მოედანზე" ხვალ, 14:00 საათზე, გამართავენ.