საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება. აღნიშნულის შესახებ მეუფემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ აიძულა ყოფილი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ვერსია შეეცვალა და საზოგადოებისთვის სიმართლე არ ეთქვა, ქორეპისკოპოსი ასე პასუხობს, რომ „ეს ერთ-ერთი ბიზნესმენია“.
„მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც მერე უწმინდესთან მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა- დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ ამას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ მას“, - აცხადებს მეუფე იაკობი.
interpressnews.ge