საზოგადოება
ბიბილოვი: სანამ საქართველო ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ჩვენი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის ბოდიშს არ მოიხდის, ყველანაირი ურთიერთობა შეუძლებელია!

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს საქართველოს მილიტარიზაცია აშფოთებს და რუსეთთან უსაფრთხოების ერთობლივი კონტურის შესაქმნელად მოქმედებს“.

ბიბილოვის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ საქართველო ახალ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუებას არ აპირებს.

მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, სადაც ნათლად წერია, რომ თავდასხმა ერთ მხარეზე, ავტომატურად მეორე მხარეზე თავდასხმადაც განიხილება“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სარჩელების განხილვაზე უარი განაცხადა. ანატოლი ბიბილოვმა სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა საქართველოს და რუსეთს შორის სატრანზიტო გზის შესაძლებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ტრანზიტის გახსნას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სამხრეთ ოსეთთან შეთანხმება, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან გაფორმდება”.