რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ციანიდის საკითხის განხილვისგან - მეუფე პეტრე

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მოითხოვა, რომ დღის წესრიგში შეეტანათ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა. სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქმა აღნიშნული საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ამ პოზიციას არასწორი და არაჯეროვანი უწოდა.

სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განსახილველად და ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

წმინდა სინოდის სამსაათიანი სხდომის მთავარი თემა უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო. სინოდის წევრების პოზიცია ორად არის გაყოფილი. საბოლოო გადაწყვეტილება სინოდს არ მიუღია, საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის განცხადებას ელოდება.