აქტუალური
„ბიოლოგიური იარაღი: თანამედროვე გამოწვევები და საფრთხეები“ - ალექსეევკაში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის გამო აფხაზეთში განგაში ატეხეს და კონფერენცია ჩაატარეს

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. კონფერენცია ბიოლოგიური იარაღი: თანამედროვე გამოწვევები და საფრთხეები ე. წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა და მიეძღვნა დაბა ალექსეევკაში, თბილისის აეროპორტის მახლობლად განთავსებულ ლუგარის ლაბორატორიას. როგორც აფხაზეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ვადიმ კორტავა ამტკიცებდა, ლაბორატორიის ძირითადი ამოცანაა რეგიონში მობინადრე მიკროორგანიზამების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რაც მეტოქე ქვეყნების წინააღმდეგ ახალი ბიოლოგიური იარაღის დამზადების საშუალებას იძლევა“.

მთავარმა მომხსენებელმა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზის სპეციალისტმა ვასილი ზოლოტუხინმა განაცხადა: აშშ-ის მიერ ლაბორატორიის განსათავსებლად ადგილი შემთხვევით არ გახლავთ შერჩეული - ბევრი ასეთი ლაბორატორია განლაგებულია რუსეთის და ჩინეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე და ჩვენი სახელმწიფოებისთვის ბიოლოგიური მუქარის მუდმივ წყაროს წარმოადგენენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლუგარის ცენტრის მახლობლად მოსახლე ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცენტრში რაღაც უცნაური ხდება და აღნიშნავენ მილებიდან ამოსულ კვამლს, რომელიც ფერს იცვლის“. თავისი მოსაზრებების არგუმენტად სამხედრო მოსამსახურემ მოიტანა ფაქტი, რომ ლუგარის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში დაავადებებთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა. რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზას აფხაზეთში შეუძლია, დროულად გამოავლინოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება“, - ხაზი გაუსვა ზოლოტუხინმა.