აქტუალური
ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ დეოკუპაციის საკითხებში წინ წავიწიოთ - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. 2019 წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება ორი უმძიმესი გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.

ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

მან სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ შესახებ ილაპარაკა და, ასევე, აღნიშნა, რომ იმყოფებოდა სოფელ დიცში, სადაც სტარტაპების დაფინანსების ფარგლებში საწარმო გაიხსნა.

ვფიქრობ, რაც დღეს ვნახეთ, არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც შეიძლება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს. ჩვენი პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევასა და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ რეალიზაცია სამშვიდობო ინიციატივისნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. რაც მეტი ასეთი საწარმო იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მალე შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია ფასდება მხოლოდ ორი სიტყვით, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ამ გამოწვევაზე მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოახდინოს.

ჩვენი მიზანი იქნება, განვაგრძოთ მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ გამოწვევაზე, იმ ყოველდღიური ბორდერიზაციის პროცესზე და ადამიანის უფლებების დარღვევის პროცესზე, რასაც თვალყურს ვადევნებთ. ყველა პლატფორმას ვიყენებთ ამისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია ფასდება მხოლოდ ორი სიტყვითეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასაძლევად გვჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, სხვანაირად გაგვიჭირდება გამოწვევასთან გამკლავება, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველომ გადადგა პრინციპული ნაბიჯები.

მოვიპოვეთ მხარდაჭერა, ფაქტიურად ყველა მეგობარი ქვეყნისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომ დავიწყოთ სამშვიდობო ინიციატივისნაბიჯი უკეთესი მომავლისკენგანხორციელება. პირადად მე ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივა საუკეთესოდ უპასუხებს ამ გამოწვევებს. აუცილებელია, გაიზარდოს ადამიანთა შორის კონტაქტები, აუცილებელია, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჰქონდეთ მინიმუმ სამ სერვისზე წვდომაჯანდაცვა, განათლება და მცირე და მიკრო მეწარმეობა, რათა შეძლონ, ოჯახები გამოკვებონ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან კარგი სამი ნაბიჯი აღნიშნული პრობლემის ფუნდამენტური მოგვარების დასაწყებად.

ამ შემთხვევაში, აუცილებელია მსოფლიო თანამეგობრობის და მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ვაიძულოთ როგორმე ოკუპანტი, გაითვალისწინოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში, მორგებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღეს. როგორც ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, თუ ამ დრომდე ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება“.