უცხოეთი
აფეთქება ათენის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან - დაშავებულია ორი ადამიანი

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. აფეთქება ათენის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან - ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდგენელმა პირმა წმინდა დიონისეს სახელობის ტაძართან გამთენიისას დატოვა. დაშავდა ერთი პოლიციელი და გამვლელი. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შემთხვევა კოლონაკის კვარტალში მოხდა, რომელიც იმ დასახლებას ესაზღვრება, სადაც ანარქისტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები ხშირად ხდება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

rustavi2.ge