რელიგია
საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას - ამ შედეგით დასრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ერთ-ერთ საკითხად განიხილა.
„ეხლა თავი შევიკავეთ. იანვარში იქნება მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნებული და მოვახდენთ რეაგირებას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ სხდომის დასრულების შემდეგ.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის გამოცემა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ, წინასწარი ინფორმაციით, მომავალი წლის 6 იანვარსაა დაგეგმილი.