პოლიტიკა
დონალდ ტრამპი: აშშ მსოფლიოს ჟანდარმი არ უნდა იყოს!

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ მსოფლიოს ჟანდარმი არ უნდა იყოს, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყში ვიზიტისას გააკეთა. ტრამპი ამერიკელ სამხედროებს შეხვდა და მათ შობის დღესასწაული მიულოცა.

ჩვენ არ უნდა ვიბრძოდეთ მსოფლიოში ყველა ერის ნაცვლად. ხშირად ამას არავინ გვიფასებს. თუ მათ სურთ, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ, მათაც უნდა გადაიხადონ საფასური, ზოგიერთ შემთხვევაში მატერიალური ფასიც”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, სირიაში სიტუაცია პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის აღდგენა მეზობელმა ქვეყნებმა უნდა დააფინანსონ.

სირიის აღდგენა გულისხმობს პოლიტიკური გამოსავლის მოძიებას და დაფინანსებას, რომელიც სირიის მეზობელმა მდიდარმა ქვეყნებმა უნდა გაიღონ, და არა აშშ-მა. მიეცით უფლება, გადაიხადონ და ისინი გადაიხდიან. საუდის არაბეთმა ამის პირობა უკვე დადო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ თურქეთიისლამურ სახელმწიფოსთანიბრძოლებს. ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ტრამპმა.