საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0,014 თეთრით შემცირდა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრში 46,139 თეთრს გადაიხდიან. მოქმედი ტარიფი კი, 46,153 თეთრს შეადგენს.
გადაწყვეტილება საქართველოს ენრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს.
კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის შემცირება განაწილების ტარიფის შემცირებას უკავშირდება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 0,011 თეთრით შემცირდება. კომპანიის მოქმედი ტარიფი 56,940 თეთრია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი 56,929 თეთრი უნდა გახდეს.