საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას საბოლოო განაჩენს დღეს გამოუტანენ

courtთბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს - ცოტნე გამსახურდიას საბოლოო განაჩენს დღეს გამოუტანს. პროკურორმა გამსახურდიასთვის თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მოითხოვა. საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც გამსახურდიას თავისუფლების 9 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

მის წინააღმდეგ საქმე კიდევ სსკ-ის 314-315 მუხლებით აღიძრა. ამჯერად გამოძიება გამსახურდიას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას ედავება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი სასჯელს ამჟამად მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იხდის.