პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის ბიოგრაფია

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ქეთევან მახარაშვილი დაიბადა 1973 წლის 2 იანვარს. 1994 წელს დაამთავრა ატლანტის ემორის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, 1998 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

1994 წელს - გაერო-ს ოფისი საქართველოში, უმცროსი ასისტენტი

1996 წელს - საერთაშორისო განვითარებისა და ენერგეტიკის ასოციაცია (IDEA), ადმინისტრაციული ასისტენტი

1996-1997 წწ. - ტრასეკა-ს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო პროექტი, სამართლებრივი ექსპერტი

1997-1998 წწ. - მსოფლიო ბანკის პროექტი ტრანსპორტის დარეგულირების შესახებ, სამართლებრივი ექსპერტი

1998-1999 წწ. - ტრასეკა-ს საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების რესტრუქტურიზაციის პროექტი, იურისტ-კონსულტანტი

1999-2003 წწ. - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID /caucasus), კავკასიის მისია, იურისტი/სამართლებრივი პროექტების კოორდინატორი

2003-2004 წწ. - იურიდიული ფირმა "ბი-ელ-სი". ადვოკატი, სტაჟიორი

2004-2008 წწ. - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორი; მილენიუმის გამოწვევა – საქართველოს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრი

2009 თებერვალი-2012 აპრილი - აქსეს მონიტორინგი – კვლევების ინსტიტუტი, ორგანიზაციის დირექტორი

დღემდე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი,

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის ხელმძღვანელი.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.