საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიგონ „ცაბალზე“ ისროდნენ საარტილერიო დანადგარებიდან, ჰაუბიციდან და ტყვიამფრქვევებიდან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წვრთნებში აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.
„სამხედროებმა კოდორის ხეობაში პირობითი მოწინააღმდეგის იერიში მოიგერიეს. პოლიგონ „ცაბალზე“ ისროდნენ საარტილერიო დანადგარებიდან, გამოყენებული იყო რეაქტიულ-ზალპური ცეცხლის სისტემები, ე.წ. გრადები, ასევე ჰაუბიცები და ტყვიამფრქვევი „სანი“. შედეგად, მათ დახურული საცეცხლე პოზიციებიდან შეძლეს მოწინააღმდეგის სამიზნეების განადგურება“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წვრთნების დროს გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებითაც რუსი ჯარისკაცები პირობითი მტრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას იღებდნენ.