საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. „ახალი სისტემა „ავანგარდი“ მოუწყვლელია სავარაუდო მოწინააღმდეგის დღევანდელი და პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებისთვის. „ეს დიდი წარმატება და დიდი გამარჯვებაა“, - თქვა პუტინმა კონტინენტთაშორისი სტრატეგიული სისტემა „ავანგარდის“ წარმატებული გამოცდის ჩატარების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ გამოცდა ოთხშაბათს სრული წარმატებით დამთავრდა. „ეს გამოცდა ახლახან სრული წარმატებით დამთავრდა. დადასტურებულია ყველა ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემი“, - თქვა პრეზიდენტმა.
„2019 წელს რუსეთის არმიის შეიარაღებაში შემოვა ახალი კონტინენტთაშორისი სტრატეგიული სისტემა „ავანგარდი“. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში პირველი პოლკი გაიშლება“, - აღნიშნა მან. პუტინის აზრით ეს დიდი მოვლენაა რფ-ის შეიარაღებული ძალების და მთელი ქვეყნის ცხოვრებაში. „რუსეთს სტრატეგიული იარაღის ახალი სახეობა გაუჩნდა“, - აღნიშნა მან.