პოლიტიკა
პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის ბრძანების საფუძველზე საქართველოში სომხეთის ყოფილი ელჩი გრაჩ სილვანიანი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა. რატომ მიიღო სომხეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია.
სარქსიანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სომხეთის ახალ ელჩად ოვანეს მანუკიანი დაინიშნა.