საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი - უმუშევარი და ღარიბია: ეკონომიკის მინისტრმა აღიარა...

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე ილაპარაკა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლა დღესდღეობით უმთავრესი ამოცანაა.

რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შენელდა და სიღარიბის დაძლევის ბევრად მაღალი ტემპია საჭირო.

გიორგი ქობულიას აზრით, სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს არის სტატისტიკა. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნებაჩვენ გვინდა, ეს მაჩვენებელი წელიწადში 60 ათასამდე ავიყვანოთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და, შესაბამისად, საბაზისო პროფესიების ათვისება დღესდღეობით ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამას გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე ილაპარაკა, კერძოდ: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეფექტიანობა, საქონლის ღირებულებაში ტრანსპორტირების კომპონენტის შემცირება; საკანონმდებლო ბაზის დამატებითი დახვეწა; ხარისხის სისტემების დაახლოება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის; ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.

სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესაა ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები. ამას გარდა, გიორგი ქობულიას აზრით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ასევე ვაჭრობის საექსპორტო პოტენციალია განვითარება, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და პროდუქტიულობის ზრდა.

სიღარიბე არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, სიღარიბესთან ბრძოლა კი - ნომერი პირველი ამოცანა, – განაცხადა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანგარიშს წარადგენდა.

მისი თქმით, მთავრობა აღნიშნულ პარამეტრს მუდმივად თვალს ადევნებს და 2010 წლიდან სიღარიბე ორჯერ არის შემცირებული, თუმცა, შემცირების ტემპები დაბალია.

თუ 2010 წელს სიღარიბე საქართველოში იყო 40 პროცენტი, ანუ, პრაქტიკუად, თითქმის ყოველი მეორე ადამიანი იყო ღარიბი, ეს პარამეტრი საკმაოდ შემცირდა დღემდე – 20 პროცენტამდე, ანუ ორჯერ. 2013 წლიდან რომ დავაკვირდეთ, შემცირებულია 10 პროცენტული ელემენტით. ამავე დროს, ეს პარამეტრი რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე – 20 პროცენტი. იყო საუბარი იმაზე, უჭირს თუ არა ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს. 20 პროცენტი სიღარიბე ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ეს არის უდიდესი პრიორიტეტი ჩვენთვის, პირველი ამოცანა“, – განაცხადა ქობულიამ.