სამართალი
მორიგი ტრაგედია ქართულ არმიაში - სერჟანტმა სამსახურის ავტომობილით ბავშვი გაიტანა

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ძალების საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი იმერეთში გოგონას დაეჯახა, რომელიც დაიღუპა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევა ორშაბათს, ღამით მოხდა, როდესაც სამხედრო პირი სამსახურის ავტომობილით სამტრედიიდან ხონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ავარიის შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ავტოავარიის დროს გოგონა მარტო იმყოფებოდა თუ მას უფროსი ახლდა, ამას თავდაცვის უწყება არ აზუსტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგონა 11 წლის იყო.

სამხედრო მოსამსახურე უკვე დაჰკითხეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.